მიძნელდება წერა, ვიცი რომ ერთ დღეს წაიკითხავ.. თითქოს ახსარებას ჰგავს ან იქნებ...
მეშინია, მეშინია შენთან ყოფნის და უშენობის, მეშინია სითბოსი და სიცივესი, მეშინია წარმავლობის და იმისაც, ვაითუ დრო გაჩერდეს... მეშინია სიახლოვისა და სიშორის... მეშინია, რომ მე არ შევიცვლები და ისევ ,,ისეთი’’ დავრჩები.. მეშინია რომ იმედებს ვერ გაგიმართლებ, მეშინია რომ იმაზე უფრო მეტად შემიყვარებ ვიდრე ვიმსახურებ...
თამაშს გავს, წესების გარეშე. უსასრულოსა და საშიშს, პასუხისმგებლობის გარეშე. სახელდაურქმელსა და ლუპის თვალებით ნათქვამს...
No comments:
Post a Comment