Thursday, 30 June 2011

დათუნიას =))

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

Uუცებ შეხდა ვირთხა _
Aარ უცდია დიდხანს,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერ და ხარბი,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.


მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!



გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

ბოლოს შეხდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

No comments:

Post a Comment