Tuesday, 26 July 2011
Sunday, 24 July 2011
იქნება გერმანიაც, პორტუგალიაც, თურქეთიც და დიდებული საფრანგეთიც, მაგრამ ყოველთვის დარჩება ...
თუ არ გინახავს სიღნაღი –
ძველი ქალაქი მთაზე,
ნუ იტყვი – იცნობ კახეთის
დიდებულ სილამაზეს.
თუ გალავანთან არასდროს
არ ჩაგიმუხლავს დაღლილს,
სიოდ არ შემოგხვევია
ალაზნის სუნთქვა ლაღი,
თუ არ გინახავს გომბორზე
ღრუბლების ბაირაღი,
ნუ იტყვი – ჩვენი მთა-ბარი
არის ოცნების ბაღი.
სიღნაღის ახლოს, წისქვილში
არ დაგათენდა თუკი,
არ გაიღვიძე გომბორზე
მზის ცეცხლისფერი ბუკით,
არ შეგჭახჭახა ხოხობმა,
არ შეგეფეთა შურთხი,
ნუ იტყვი – სულ სხვა შუქია
ჩემი სამშობლოს შუქი.
თუ არ გინახავს ბურჯები
დათოფილ-დაისრული,
თუ არ გიგრძვნია წინაპრის
გაუტეხელი სული,
აივნებჩაწნულ ქუჩებში
ღვინის და თრიმლის სუნი,
ნუ იტყვი, რომ შენ კახეთის
ნახე მშვენება სრული.
თუ არ გინახავს ნახმლევი
მთებზე პატარა კახის,
სიღნაღის ირგვლივ ველებზე
ზვრებს შესეული ხალხი,
სარაჯიშვილის აკვანი
და ფიროსმანის სახლი, –
სად მოისმენდი გარდასულ
დღეთა შორეულ ძახილს.
შემოდგომაზე ჰაერი
ბადაგნარევი, ტკბილი...
კავკასიონი ზაფხულშიც
თოვლის ქათქათა ფთილით
და მის გადმოსწვრივ ტაძრები
შეთეთრებული კირით,
თუ არ გინახავს, რა ნახე
კახეთში გასაკვირი.
ყველგან უხვი და კარგია
ქართული მზე და მიწა,
მაგრამ თუ დღემდე ვერ ნახე
პირიმზე ალაზნისა,
არ მოგწვდა შუქი სიღნაღის, –
კახეთის დედოფლისა,
მაშ ერთი სხივი დაგაკლდა
დიდი ქართული მზისა.
თუ არ გინახავს სიღნაღი –
ძველი ქალაქი მთაზე,
ნუ იტყვი – იცნობ კახეთის
დიდებულ სილამაზეს
Saturday, 9 July 2011
ანი მატისი
მომენატრები
როცა,
აცივდება და მოთოვს.
როცა ოთახი ცივი,-
შენს სიახლოვეს
მომთხოვს.
მომენატრები
როცა,
მარტო დავივლი ქუჩებს.
როცა მთვარიან ღამეს,
არ დამიკოცნი,-
ტუჩებს.
მომენატრები
როცა,
სარკმლის გადავწევ ფარდებს.
როცა კარების მიღმა
ვიღაც დატოვებს,-
ვარდებს.
მომენატრები
როცა,
ქალაქს დაფარავს თოვლი.
როცა სევდიან ცაზე
ამოვა მთვარე,-
ბროლი.
მომენატრები
როცა,
ფიქრით დავხუჭავ თვალებს.
როცა ოცნებით შენზე
მალე გავახელ,-
მთვრალებს.
მომენატრები
როცა,
დღეებს ფიქრებში დავღლი.
როცა ოცნებებს შენსას,
ჩემს ოცნებებად
დავთვლი.
მომენატრები
როცა,
მოვრწყავ ყვავილებს ბაღში.
როცა წერილებს შენსას,
გადავიკითხავ
სახლში.
მომენატრები
როცა,
წვიმა სახურავს წაშლის
როცა სიჩუმე სახლში,
შენს მოგონებებს,-
გაშლის.
მე მენატრები
როცა,-
შენს მონატრებას ვითმენ.
მე მონატრებას
შენსას,
მთელს ჩემს სხეულში ვიტევ!
როცა,
აცივდება და მოთოვს.
როცა ოთახი ცივი,-
შენს სიახლოვეს
მომთხოვს.
მომენატრები
როცა,
მარტო დავივლი ქუჩებს.
როცა მთვარიან ღამეს,
არ დამიკოცნი,-
ტუჩებს.
მომენატრები
როცა,
სარკმლის გადავწევ ფარდებს.
როცა კარების მიღმა
ვიღაც დატოვებს,-
ვარდებს.
მომენატრები
როცა,
ქალაქს დაფარავს თოვლი.
როცა სევდიან ცაზე
ამოვა მთვარე,-
ბროლი.
მომენატრები
როცა,
ფიქრით დავხუჭავ თვალებს.
როცა ოცნებით შენზე
მალე გავახელ,-
მთვრალებს.
მომენატრები
როცა,
დღეებს ფიქრებში დავღლი.
როცა ოცნებებს შენსას,
ჩემს ოცნებებად
დავთვლი.
მომენატრები
როცა,
მოვრწყავ ყვავილებს ბაღში.
როცა წერილებს შენსას,
გადავიკითხავ
სახლში.
მომენატრები
როცა,
წვიმა სახურავს წაშლის
როცა სიჩუმე სახლში,
შენს მოგონებებს,-
გაშლის.
მე მენატრები
როცა,-
შენს მონატრებას ვითმენ.
მე მონატრებას
შენსას,
მთელს ჩემს სხეულში ვიტევ!
Thursday, 7 July 2011
გილოცავ!
კახას საჩუქრებზე ან სასაჩუქრე სიტუაციებზე ფიქრი უკვე ჩვევაში გადამივიდა :)) ვერც კი წარმომიდგენია რომ დადგება 27 ივლისი და ის მართლაც გახდება 21 წლის მის მერე როგორ უნდა ვიყო???...
ჯერ მხოლოდ 7 ივლისია და მილოცვების არეალი უბრალო ტორტიდან ცხრაფერ ცისარტყელამდე გაიზარდა :))
პატარა ექსკურსი ყველაზე დასამახსოვრებელი დღეებიდან...
ჯერ მხოლოდ 7 ივლისია და მილოცვების არეალი უბრალო ტორტიდან ცხრაფერ ცისარტყელამდე გაიზარდა :))
პატარა ექსკურსი ყველაზე დასამახსოვრებელი დღეებიდან...
![]() |
ისეთი გაბრწყინებული თვალები ქონდა, ის მოჭუტული მოწრუპული უპეები გაფართოებოდა და შესციცინებდა გადაფერადებულ ცას :)) მილოცვა შუა ზღვაში :)) ჩემგან ეს იმხელა გამბედაობა იყო..თითქმის თავშეწირვას უდრიდა :) და ფეიერვერკებით გაცისკროვნებული ცა??? სულ არ ელოდა ...:) და კიდევ 21 :)) იმისთვის რომ ხელeბზე არასოდეს შეგცივდეს :))) http://www.youtube.com/watch?v=VCeC1nMW7bg |
Monday, 4 July 2011
ცოლად არ მოგიყვან!
შენ ამბობ - ქორწილი ...
დამშვიდდი - გპასუხობ
და ტირი. დატბორე ცრემლებით გუგები.
არადა რა ვიცი, მე და შენ ასე ხომ
არასდროს ვიყავით - გიგებდი, მიგებდი ...
შენ ამბობ - კაბა და ფატა და ...
როდემდე?
როდემდე ვიდაოთ? - გეყოფა,მეყოფა.
სანამდე ვიტიროთ, სანამდე ვბოდავდეთ
გამთელავს,
გაგთელავს,
გაგვთელავს ეპოქა ...
შენ ამბობ - სულ ორი პატარა ბეჭედი
უარით გისტუმრებ ... ტირი და მისმინე!
ასეა, მე ჩემს თავს ამ ჯვარზე ვაჭედებ
ოდესმე გსმენია კიბო?
ან
სიმსივნე?
ცოლად არ მოგიყვან!
და არა იმიტომ
რომ ჩემი უჭერო (ამ) სახლის მრცხვენია
რაც უნდა იდარდო
იგლოვო
იტირო
ჩემს გულში დარდები
ცეკვავენ,
მღერიან ...
მოვცილდეთ ცოდვილებს,
გამოვჭრი კიდობანს
ცრემლები ფიქრებში
მტანჯავენ, დადიან
რა გითხრა,
შემინდე
შემინდე
კიბო მაქვს
ჰო, არ ეშველება
მეოთხე სტადია ...
ძაძებში ჩაცმული არ მინდა დაგადნონ
უმამოდ დამირჩეს არ მინდა ორი ყრმა -
ბავშვი. და იცოდე რომ ცოლად
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს მოგიყვან!
დამშვიდდი - გპასუხობ
და ტირი. დატბორე ცრემლებით გუგები.
არადა რა ვიცი, მე და შენ ასე ხომ
არასდროს ვიყავით - გიგებდი, მიგებდი ...
შენ ამბობ - კაბა და ფატა და ...
როდემდე?
როდემდე ვიდაოთ? - გეყოფა,მეყოფა.
სანამდე ვიტიროთ, სანამდე ვბოდავდეთ
გამთელავს,
გაგთელავს,
გაგვთელავს ეპოქა ...
შენ ამბობ - სულ ორი პატარა ბეჭედი
უარით გისტუმრებ ... ტირი და მისმინე!
ასეა, მე ჩემს თავს ამ ჯვარზე ვაჭედებ
ოდესმე გსმენია კიბო?
ან
სიმსივნე?
ცოლად არ მოგიყვან!
და არა იმიტომ
რომ ჩემი უჭერო (ამ) სახლის მრცხვენია
რაც უნდა იდარდო
იგლოვო
იტირო
ჩემს გულში დარდები
ცეკვავენ,
მღერიან ...
მოვცილდეთ ცოდვილებს,
გამოვჭრი კიდობანს
ცრემლები ფიქრებში
მტანჯავენ, დადიან
რა გითხრა,
შემინდე
შემინდე
კიბო მაქვს
ჰო, არ ეშველება
მეოთხე სტადია ...
ძაძებში ჩაცმული არ მინდა დაგადნონ
უმამოდ დამირჩეს არ მინდა ორი ყრმა -
ბავშვი. და იცოდე რომ ცოლად
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს მოგიყვან!
Sunday, 3 July 2011
ლუპის თვალებით ნათქვამს...
მიძნელდება წერა, ვიცი რომ ერთ დღეს წაიკითხავ.. თითქოს ახსარებას ჰგავს ან იქნებ...
მეშინია, მეშინია შენთან ყოფნის და უშენობის, მეშინია სითბოსი და სიცივესი, მეშინია წარმავლობის და იმისაც, ვაითუ დრო გაჩერდეს... მეშინია სიახლოვისა და სიშორის... მეშინია, რომ მე არ შევიცვლები და ისევ ,,ისეთი’’ დავრჩები.. მეშინია რომ იმედებს ვერ გაგიმართლებ, მეშინია რომ იმაზე უფრო მეტად შემიყვარებ ვიდრე ვიმსახურებ...
თამაშს გავს, წესების გარეშე. უსასრულოსა და საშიშს, პასუხისმგებლობის გარეშე. სახელდაურქმელსა და ლუპის თვალებით ნათქვამს...
Subscribe to:
Posts (Atom)