Thursday, 30 June 2011

დათუნიას =))

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

Uუცებ შეხდა ვირთხა _
Aარ უცდია დიდხანს,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერ და ხარბი,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.


მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!



გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

ბოლოს შეხდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

წბილასავით წვრილა :DD


ისეთი ვიყავ ძმისაო,
როგორც შავი კლდე სალია,
ვამბობდი, ჩემი ნებაა,
ჩემის გულისთქმის ძალია...
მაგრამა ვნახე ლაშარსა,
ერთი ტან მომცრო ქალიო,
იმ წბილასავით წვრილამა,
გულში დამინთო ალიო,
ჯერ-კი პირდაპირ დამკვლია,
თვალს გამიყარა თვალიო,
გატეხა გულის საფარი,
გაუტეხელი რვალიო;
მემრე-კი გადამეთხია,
ვერ გავუკვლიე კვალიო,
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,
მემრე __ ლამაზი ქალიო!
ვუბარებ, შუაკაცს ვგზავნი:
ქალ, ნუ მიმირბი შორადა,
შენგნით უხანჯლოდ დაჭრილსა,
გული გამხდია ორადა.
რად დამჭერ თუ კი მორჩენით
არ გამიხდიდი მონადა?
თუ შენ ის გინდა, რომ მომკლა,
გადავილიო კლდეზედა
და შენ ცბიერის თვალებით
Add caption
შენს უნდავს უჯდე გვერდზედა?
გკოცნიდეს, ინაბებოდე,
ღილებს გითვლიდეს მკერდზედა?!
კაცის ქალისგან დაჩაგვრას
არა სწერს ჩემი სჯულია;
დიაცის დაწუნებულსა
სჯობს რომ არ მედგას სულია!
მკლავნიც ნუ მსხიან ტანზედა,
ჭიათ დამიხრან გულია!...

მე ჩავიცვამ ფოთოლცვენის კაბას,
მერე ჩუმად გამოგყვები სახლში,
გადავწმინდავ მტვრიან ფანჯრის რაფას
ჩავრგავ გრძნობას პაწაწინა ბაღში.
მოგიდუღებ გარიჟრაჟის ფაფას,
ზედ დაგაფენ გიშრის დალალს გაშლილს
დაგილაგებ აზრებს,როგორც ჩანთას
გაგფრენია შემოდგომის ქარში.
დილით შენი გული ხელით დამაქვს,
სკდება ვნება აზვირთებულ ტანში,
უსასრულოდ დარდიანი გზა მაქვს
გაჩერება! შენთან მოვალ სახლში <3

Wednesday, 29 June 2011

გილოცავ დაბადების დღეს !



დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
სადა, უბრალო სიტყვებით ნათქვამს
ალბათ მიხვდები, ყველაზე კარგად... 

მეგობარს ნამდვილს, მეგობარს უცხოს,
მაგრამ უამრავ ნაცნობზე ახლოს
გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად,
მაისის ფერთაგამებისთანას...

ბედნიერებას-ულევს, უსაზღვროს...
წარმატებების მწვერვალზე ასვლას...
სიყვარულს-სპეტაკს, ერთგულს, წამლეკავს,
ამ გაზაფხულის წვიმების მსგავსად.

ნათელს, უღრუბლოს, თბილს და მხიარულს
აყვავებული ვაშლების მაგვარს...

დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,


ვბედავ ვიფიქრო და იმედი მაქვს,
ჩემგან სახსოვრად დაგრჩება მარად...